კუმ დეომედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთობისათვის“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.

ა(ა)იპ “კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა. სოფელი ხუცუბანი რამდენიმე თემს აერთიანებს.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეომედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვისთავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეომედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვისაღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი მარინე წიკლაური, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ზეიკიძე, შალვა მაჩიტიძე და დავით ველლთაური.

როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ხუცუბანში, რომელიც რამდენიმე თემს აერთიანებს, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს – ,,ჯი ფარმასა” და „კრკა“-ს ხელშეწყობით,  უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

გარდა ამისა, „კუმ დეოს“ გუნდმა მოსახლეობას, ტრადიციულად, „ზედაზენის“ პროდუქციაც გადასცა.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქცია საქველმოქმედოა. ტრადიციას ვაგრძელებთ და ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანის მოსახლეობას ვაწვდით უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მედიკმენტებს. ჩვენ საქველმოქმედო აქციებს გავაგრძელებთ და უახლოეს მომავალში ლეჩხუმში ვაპირებთ ჩასვლას,“ – აცხადებს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკი“ გახდა – ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

Leave a Reply