ელენე ხოშტარიას განმარტებით, “ქართული ოცნების” გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის.

-მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, მათი რა თქმა უნდა, გაყალბების სურვილები და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მიმართული”-განაცხადა ხოშტარიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მანდატზე უარი განაცხადა.

Leave a Reply