მინდა განვაცხადო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალხმრივად იყო გაფორმებული. რეალურად ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალხმრივად ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ. რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply