ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვიოლა ფონ კრამონს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან ნატალია საბანაძესთან ერთად შეხვდა.

„ყველა იცნობთ ქალბატონ ნატა საბანაძეს – მიხარია, რომ ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს, მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან, ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი რეპუტაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

Leave a Reply