ანა ბუჩუკური: „ზოგადად, კობახიძე საერთოდ საინტერესო არ არის, სანამ ის სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მტრებთან ითანამშრომლებს, ჩვენ და ჩვენი გუნდი ამ არჩევნებს მოვიგებთ“

„ზოგადად, მოდი ასე ვთქვათ, ირაკლი კობახიძე საერთოდ საინტერესო არ არის.“ – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი  ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„სანამ ეგ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მტრებთან ითანამშრომლებს ჩვენ და ჩვენი გუნდი ამ არჩევნებს მოვიგებთ.“-ამბობს ბუჩუკური.

„რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მიუხედავად იმისა რომ დღეს ისინი ჩვენი ოპონენტები არიან და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რა თქმა უნდა ხელს გვაძლევს ამ პარტიის ასეთი დასუსტება, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მაინც გული გვწყდება იმიტომ რომ ამ პარტიაში დაგვრჩა ღირსეული მეგობრებიც.  დანარჩენზე როგორც გითხარით, ირაკლი კობახიძე საერთოდ საინტერესო არ არის.“- განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტარმა – ანა ბუჩუკურმა.

Leave a Reply