გაუჩინარებულ ავსტრალიელ პედაგოგს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც იცით,  უკანასკნელი მონაცემებით, შანაე ბრუკი კონტაქტზე პარასკევს, თავის მეგობართან გავიდა. მას შემდეგ მას მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ. პროცესში 100-მეტი მეხანძრე-მაშველი და პოლიციელია ჩართული.

პოლიციის განყოფილებაში ის პირი დაიბარეს, რომლისგანაც ცნობილი გახდა ინფორმაცია 31 წლის ქალის დაკარგვის შესახებ. ის აცხადებს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

მომხდარზე საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულ ძებნაში რიგითი მოქალაქეები და მისი მეგობრებიც ჩაერთვნენ.

Leave a Reply