კვირას, 8 აგვისტოს, სინდაგმის მოედანზე, ათენში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელობით გაიმართება სანქცირებული აქცია “არა რუსეთის ოკუპაციას”.

აქცია დაიწყება  11 საათზე და გაგრძელდება 12 საათამდე, სრული რეგულაციების დაცვით.

-აქციაზე გავიხსენებთ 8 აგვისტოს მიმდინარე მოვლენებს, განვიხილავთ მთლიანობაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს. გმირულად დაღუპულ, ჩვენს ქართველებს. მონაწილეობას მიიღებენ საკვირაო სკოლის მოსწავლეები და ათენის დიასპორის წარმომადგენლები. ვინც დარჩით ათენში და ვისთვისაც საინტერესოა, ჩვენი ქვეყნის განვლილი მძიმე დღეები, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა!-ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

Leave a Reply