კახა ცეცხლაძე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

-თუ ჩვენ ვიკამათებთ წარსულსა და აწმყოს შორის, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ დავკარგეთ მომავალი – უინსტონ ჩერჩილი
ჩვენდა სამწუხაროდ ისევ ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე, წრე, რომელიც ვერ გავარღვიეთ, ვერ დავძლიეთ ბოღმა, შური და ისევ ბოღმა, ვებრძვით ერთმანეთს უწესო და მიუღებელი ფორმებით, ისევ ქართველი ქართველს, ძმა ძმას!
ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ მომავალზე, შერიგებაზე, ღირსეულ ოპონირებაზე…
ჩვენი ქვეყნის ხსნა არის სწორი დაგეგმარება, მომავალზე ორიენტირება, გადაწყვეტილების სამართლიან და სწრაფ რეჟიმში მიღება და ყველაზე მთავარი – მოსახლეობის პულსზე ხელის დადება და ყოველდღიური მაჯისცემის გაგება… ამის გარეშე იქნება მუდმივად წარსული და ჭაობი….
ჩვენი საზოგადოება იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას და უკეთეს ოპოზიციას, იმსახურებს ღირსეულ სამოქალაქო საზოგადოებას და სწრაფ განვითარებას, ცვლილებებს და სიახლეებს!
დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, გაირღვევა მოჯადოებული წრე და ერთმანეთს აგურებს კი არ ვესვრით, არამედ ამ აგურებს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშენებლობაში ჩავდებთ!!!
სწორედ ამ შემართებით და რწმენით შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს და მჯერა, ყველა თაობის ჩართულობით, მომავლისკენ სვლით, ჩვენ გავიმარჯვებთ-აცხადებს ცეცხლაძე.
ვინ არის და რა ბეგრაუნდით მივიდა კახა ცეცხლაძე გიორგი გახარიასთან? მისი ბიოგრაფია საკმაოდ მდიდარია და საკმად დიდი გამოცდილებაც აქვს.

განათლება:

 

2016 წ სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

 

2013-2015 წწ – დოქტურანტურა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

2007-2008 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოსთან არსებულ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

 

2000-2005 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში -იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

1989-1999 წწ-ში. სწავლობდა სოფელ დარჩიძეების საშუალო სკოლაში.

 

სამუშაო გამოცდილება:

 2020 წ. მუშაობს საქართველოს რკინიგზაში,  შპს  „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“-ს დირექტორის მოადგილედ

 2020 წ. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ა(ა)იპ ,,სამოქალაქო უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი“

2018 -2020 წწ. მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილედ

2017 წლიდან დღემდე, ასისტენტ-პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

2017-2018 წწ მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად.

2016 წ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის, ადმინისტრაციის  უფროსის მოადგილედ.

2015 წ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ.

2015 წ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ.

2014 წ. მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა   და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის, ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და რეგულაციების სამმართველოს უფროსად.

2013 წ. მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა   და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის   თანამდებობაზე.

2012 წ. მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა   და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,    მინისტრის თანაშემწედ.

2004-2012 წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს                                    საბჭოში.

2006-2010 წლებში იყო შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2000-2004 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონში, შუბნის თემის გამგებლის მოადგილედ.

 

მიღებული სერთიფიკატები:

2016 წელი. ქ. თბილისი – MSDA „ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტები“

2015 წელი. ქ. თბილისი – სსპი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“

2014 წელი ქ.თბილისი UN WOMEN „Training on Gender Mainstreaming in Policies “

2013 წელი ქ.თბილისი Women’s Information Center „Institutional Mechanisms and Gender Mainstreaming“

2013 წელი პოლონეთი, ქ. ვარშავა National School of Public Administration (KSAP) the training „Reform of the Territorial Self-Govermenment System in Georgia“.

2010 წელი ქ. თბილისი რეგიონული განვითარების ქსელი საქართველოში – businessPlain for agro-Turism and Eco-Tourism.

2009 წელი ქ. ბათუმი ევროპის კავშირი და გაერთიანების სამართალი

2008  წელი ქ. თბილისი რეგიონული განვითარების ქსელის წევრი საქართველოში (REGNET)

2009 წელი ქ. ბათუმი OSCE/ODIHR TRAING COURSE OH COMBATING TERRORISM AND PROTECTING HUMAN RINGHTS

2008 წელი Summar University For Democracy of lhe Schools of Political Studies of the Council of Europe, held from 20 June to 4 July 2008 in Strasbourg.

2007 წელი OSCE – ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია.

2007 წელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო -კვალიფიკაციის ამაღლების კურსები საჯარო სამსახურის საკითხებში.

2007 წელს სამთვიანი სასწავლო კურსი, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში -საჯარო მოხელე ადგილობრივი  თვითმმართველობა,რომელიც ორგანიზებული იყო ქ. თბილისის მერიის,  საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოს საზოგადოებრივ               მეცნიერებათა უნივერისტეტის მიერ.

2006 წელი კომპიუტერული ცენტრი „ლამპარი“

2006 წელი ქ. თბილისი პოლონეთის საელჩო -ქალაქის სტრატეგიული მართვის კურსები, პროექტ „აია“-ს ფარგლებში.

2005 წელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია -ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატი.

 

სამეცნიერო ნაშრომი:

  • აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკა თანამედროვე საქართელოს ეროვნულ-ტერიტორიული მოწყობის სისტემაში.
  • ვილნიუსის სამიტის ანტიგლობალური ხედვა
  • ანტიგლობალური მოძრაობა გლოლბალიზაციის ეპოქაში და მცირე ერების მომავალი
  • ანარქიზმი და ანტიგლობალური მოძრაობა აშშ-ი
  • ანტიგლობალისტური მოძრაობის პერსპექტივები და საქართველოს

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

–  გლობალიზაციის პროცესისი გააზრებისათვის

–  გლობალიზაცია და საქართველოს წინაშე მგდარი გამოწვევები

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Leave a Reply