ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი სამხედროა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი და 18 ამერიკელი სამხედრო.

ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება გუშინ, 26 აგვისტოს მოხდა. პირველი აეროპორტის შესასვლელეთან, იმ ადგილას, სადაც ლტოლვილები იდგნენ, მეორე კი სასტუმრო ბარონთან, სადაც ამერიკელი სამხედროებს ხალხი აეროპორტში გადაჰყავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

აშშ-ს პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა ტერაქტს და ტერორისტებს მიმართა.

მივმართავ ტერორისტებს, არ გაპატიებთ, პასუხს გაგებინებთ

Leave a Reply