ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო არაერთმა მოქალაქემ დატოვა საქართველო, თუმცა იზრდება ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტოვებენ, რადგან რეალური საფრთხეა მოხდეს მათი სიცოცხლის ხელყოფაც კი.

2021 წლის აგვისტოში ქვეყანა დატოვა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილია 2021 წლის 7 აპრილს ბათუმში, რესტორანიში მომხდარ მკვლელობაში, თუმცა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „კრიმინალთან შეკრული პოლიცია“ ცდილობს მას გადააბრალოს დანაშაული, რადგან 2020 წლის არჩევნებზე ის ოპოზიციის ღია მხარდამჭერი იყო და არაერთი მუქარაც მიიღო სამართალდამცველებისა თუ ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან.

მივყვეთ ქრონოლოგიას.

ივლისში, ზესტაფონში საცხოვრებელი სახლის დაწვიდან ერთი კვირის თავზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი არ იყო შემთხვევითობა და ეს ყველაფერი მიზანმიმართულად განხორციელდა ოჯახზე. საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 7 აპრილს, ბათუმში, რესტორანში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ეჭვმიტანილად გამოცხადდა  რ.ზ. აი სწორედ   მისი ოჯახის კუთვნილი სახლია დამწვარი უკვე ივლისში ზესტაფონში.

რ.ზ.-ს ოჯახისწევრების თქმით, ის არ არის დამნაშავე და პოლიცია ცდილობს რეალური მკვლელის ვინაობის მიჩქმალვას და რ,ზ,-სთვის „საქმის მიწერას“.

ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილები 2020 წლის არჩევნებზე მუშაობდნენ ოპოზიციაზე, რ.ზ. და მისი და, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ღიად ეწეოდნენ აგიტაციას წინასაარჩევნოდ, რამაც გამოიწვია არაერთი დაპირისპირება პოლიციასთან და ხელისუფლების მხარდამჭერებთან. მუქარები ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, მერე სისრულეშიც მოიყვანეს მავანნმა და ამდენი ნერვიულობისა და სტრესის გამო რ.ზ-ს დედამ ინსულტი მიიღო და დაინვალიდდა, ცოლს კი ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა.

ჩვენ დავუკავშირდით რ.ზ.-ს დას, რომელმაც უარი განაცხადა კომენტარზე და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი ძმა ეხმარებოდა წინასაარჩევბოდ აგიტაციაში, რის გამოც დაემუქრნენ და უთხრეს, რომ „ნებისმიერ საქმეს შეუკერავდნენ და დაიჭერდნენ“.

ოჯახის დედა ამბობს, რომ სახლის დაწვა ბოლო გაფრთხილებაა და  მისი შვილის სიცოცხლეს აშკარად საფრთხე ემუქრება, ამიტომ უნდა რომ ქვეყანა დატოვოს, თუმცა ვერ უკავშირდება შვილს და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.

რ.ზ.-მ როგორც თავშიო ვთქვით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანა დატოვა, მაგრამ ახლა რეალური საფრთხის ქვეშაა მისი ოჯახის სხვა წევრებიც, აქედან გამომდინარე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს მისი და,  რადგან ეშინია. ქალმა საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

-დღეს არავინაა დაცული საქართველოში,მით უმეტეს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონენი,სამწუხაროდ საქართველო ერთი ,რუსეთის მიერ დაქირავებული ოლიგარქის “შპს”-იქცა,სადაც არც კანონია და არც სამართალი.

Leave a Reply