F – სტატუსი

სოფო ჯაფარიძე

ჩემო მეგობრებო!
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში.
თუ ვინმემ არ იცით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, ჩემი წილი პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ველზეც ავიღე, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმან განაპირობა, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ჩვენც, ჩვენმა მშობლებმაც და შვილებმაც.
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი, რაც ერთმნიშვნელოვნად უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს, როგორც პარტიის, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს წინაშე.
ჩემთვის უდიდესი პრობლემაა ის პოლარიზება, რაც დღეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება. შესაბამისად, პირობას ვდებ, რომ ჩემი ორიენტირი მხოლოდ საქმის კეთებაზე, ჩვენი ქალაქის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებაზე და შეუჩერებელ განვითარებაზე იქნება მიმართული.
დადგა დრო, გავერთიანდეთ და შევქმნათ ისეთი გარემო, საიდანაც არავის ექნება გაქცევის სურვილი.
დადგა დრო, ჩვენი ქალაქის უდიდესი პოტენციალი სწორად იქნას აღქმული, გაანალიზებული და გამოყენებული.
დადგა დრო, პოლიტიკური გეზი მხოლოდ დასავლეთისკენ იყოს აღებული!
გპირდებით, რომ ზუსტად ისევე ხელმისაწვდომი ვიქნები თითოეული თქვენგანისთვის, როგორც ახლა ვარ და გპირდებით, რომ მინიმალური შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი „ახლავე❤️“-ს რეჟიმში დავუდგები გვერდით თითოეულ თქვენგანს.
რაც შეეხება შესაძლებლობებს – ამჟამად თითოეული იმ ადამიანის დახმარებას, ვინც ჩემთან გამოდის კონტაქტზე, სრულიად ჩემი რესურსით ვცდილობ. საკრებულოში ყოფნა კი გაცილებით უფრო მეტ საშუალებასა და გზას გამომიჩენს, რომ თქვენი გვერდში დგომა უფრო ძლიერად და მყარად შევძლო და ჩემს რესურსთან ერთად სახელმწიფოს რესურსიც დაგახმაროთ.
და ბოლოს, ვიცი, რომ ზოგს ჩემი პოლიტიკაში გამოჩენა არ მოგწონთ იმ კუთხით, რომ „პოლიტიკა სიბინძურეა“, ამ პირობასაც ვდებ, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სტერეოტიპი გაგიქროთ. ვეცდები უმოკლეს დროში მიზან-შედეგობრივად(!) დაგანახოთ თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი.
შეგახსენებთ
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია დაარეგისტრირა. სიის პირველი ნომერი სოფო ჯაფარიძეა.

Leave a Reply