ნიკა ფხიკიძე

2001წლის 11 სექტემბერს მოხდა ტერაქტი, რომელმაც  მსოფლიო შეძრა და შეცვალა.
11-ტი სექტემბრის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

მანჰეტენზე არსებულ ორ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრებს, რომლებიც ტყპების სახელით არის ცნობილი 11 სექტემბერს დღის საათებში არსაიდან გამოჩენილი სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა ორივე შენობას. ეს იყო სულისშემძვრელი მომნეტი თუ როგორ უახლოვდებოდა თვითმფრინავი შენობას და ეჯახებოდა. როდესაც ეს მოხდა ყველას ეგონა, რომ შეჟახება ამით დასრულდა, მაგრამ მოულოდნელად გმაოჩნდა მორე თვითმფრინავი და მანაც იგივე მანევრი შეასრულა როგორიც პირველმა რამაც გამოიწვია ორივე ცათამბრჯენის ჩამოშლა.
ეს იყო დღე, როდესაც შვილებმა დაკარგეს დედები, მამები, ან ორივე ერთად. ამ დღეს დარჩნენ მომლოდინე ადამიანები რომლებიც დღესაც ასე არიან. ერთი წამით წარმოვიდგინოთ თავი იმ ადამინის ადგილას რომელიც იმ შენობაში იყვნენ, და ხედავს თუ როგორ მიემართება თვითმფრინავი მისკენ, ამ დროს კი ვერაფერს მოიმოქმედებ მხოლოდ შეგიზლია, რომ თვალები დახუჭო და დაელოდო რა მოხდება. ადამიანები რომლებიც იმ თვითმფრინავში იყვნენ რა იცოდნენ თუ როგორ ტრაგიკულ რეისზე ადიოდნენ, და მომენტი როცა გააანალიზეს, რომ ეს ბოლო რეისი იყო მათთვის.

ტერაქტის დროს დაიღუპა 2753 ადამიანი აქედან 77% იყო კაცი, 23% ქალი. დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის სამი პენსიონერი 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051-მა ამერიკელმა ბავშვმა დაკარგა მშობლებიდან ერთი ან ორივე. ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას – 99 დღე დასჭირდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა
როგორც ცნობილია ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ალქაიდას დაჯგუფებამ აიღო, მისი ლიდერი კი ბინლადენი იყო, ასევე ცნობილია, რომ ეს იდეა მას უფრო ადრე შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. სამი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ განეხორციელებინა.

ეს იყო დღე რომელიც ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღედ არის მიჩნეული…

Leave a Reply