განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერსდასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში  დაიწყებენ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება, პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 4 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყებენ.

უკვე ცნობილია, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Leave a Reply