“ქართული ოცნების” დეპუტატი გოგი მეშველიანი ტვ პირველის სიუჟეტს პასუხობს.

-ის რაც ამოჭრა ტვ პირველმა ჩემი ინტერვიუდან.
მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ წამოწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც მიმართულია ჩემი და ჩემი გუნდის დისკრედიტაციისთვის, რითაც სურთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს ჩრდილი მიაყენონ და ამომრჩევლის კეთილი ნება ეჭვქვეშ დააყენონ.

ჩვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ მსგავსი აბსურდული ბრალდებების მომსწრე თუმცა, ამჯერად, ეს ყველაფერი აქციეს ტრაგედიად და სცენაზე ჩემი ძმა გამოიყვანეს. რაც დამეთანხმებით ყველა ოჯახისა თუ ადამიანისთვის დიდი ტკივილია.
მავანთ სურთ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები. თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიით ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ალბათ, რომ არა ამ თემით ერთეთი პარტიული ტელევიზიის დაინტერესება და ტრადიციულად არასიღრმისეული, გულგრილი გაშუქება კვლავ დუმილს შევინარჩუნებდი. მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი პოზიცია ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ.

მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე რთული და საჩოთორო მომენტი გახლავთ, ის, რომ ჩემი ოჯახის წევრი ასე გამოხატავს ჩემდამი რაღაცით უკმაყოფილებას. სწორედ ეს არის ჩემთვის დიდი ადამიანური ტრაგედია და სირცხვილი ჩემი ოჯახისთვის. ხოლო დანარჩენი ყველაფერი არის საპნის ბუშტი.

მიუხედავად ყველაფრისა მე არ მივცემ თავს უფლებას საკუთარ ოჯახის წევრზე რამე ვთქვა, მხოლოდ უფალს ვთხოვ შეუნდოს!

აქვე ,მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებსაც უპირობოდ სჯერათ ჩემი , რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ბევრია. სწორედ, რომ ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება მაძლიერებს და არასდროს მივცემ თავს უფლებას დავეცე. ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ჩვენსა და საზოგადოებას შორის მრავალწლიანი ნდობის ხიდის ჩატეხვას.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც შეგნებულად ამოჭრა და არ გაუშვა პარტიულმა “TV პირველმა” , რათა სიუჟეტი დაემახინჯებინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მხარდასაჭერი განცხადება გუშინ გაკეთდა.

ჯერ მეშველიანი დუმს, პარტიაც დუმს და განცხადებას მხოლოდ “იენი ბოლნისი” ავრცელებს

Leave a Reply