ილია ჩაჩიბაია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი

ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ყველა ბერკეტის გამოყენება არჩევნების შედეგებზე უკანონო ზეგავლენის მოსახდენად.

პერსონალური ინფორმაციით და ამომრჩეველთა ფოტოებით “შეიარაღებული” პირები კარდაკარ დადიან. ყველა უბნის აგიტატორს გადაეცა ადამიანთა პერსონალური ინფორმაცია, თუ ვის რა სახელმწიფო დახმარება აქვს და წარსულში ვის რა თანხით დაუფინანსდა ოპერაცია. ახლა, ამ ადამიანებს აიძულებენ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობისგან ვეღარაფერს მიიღებენ და საქვეყნოდ გამოაცხადებენ უმადურად. ეს სიები საჯარო გახდა. აგიტატორები ყველგან ამ პირებზე საუბრობენ;
სადაც პირდაპირი მუქარა ჭრის – არც ამაზე იხევენ უკან; სოფლებში მიმდინარეობს ამომრჩეველთა მოსყიდვა…

სახეზეა პირდაპირი მცდელობა – ეს არჩევნები საბჭოთა სტილში, ანუ ფორმალურად ჩატარდეს.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, არ დანებდეთ, ფარხმალი არ დაყაროთ, არ შეგეშინდეთ, მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ რვიანი. თითოეული არმისული ამომრჩეველი გაყალბების შესაძლებლობაა.

ამ ფონზე, დასჯის მიზნით, პატრიოტებს უკანონოდ ჩამოგვართვეს კომისიის წევრები, იმისთვის რომ დაღვევებზე არავინ ისაუბროს…

Leave a Reply