სამგორის „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე მესამე მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა.

-გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ იქცეს “ხრუშოვკების” დასახლება თანამედროვე ქალაქად. დიახ, უბანი, ქალაქად, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნება ახალგაზრდებისთვისაც და ხანდაზმულებისთვისაც, ბავშვებისთვისაც და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაც – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ მოსახელობასთან შეხვედრისას.

კითხვაზე-რამდენად შეძლებს ის წლების მანძილზე მოუწესრიგებელი სკვერების რეაბილიტაციის მოგვარებას, კანდიდატმა უპასუხა:

-ამხელა დასახლებას ერთი სკვერი არ აქვს. 9 წლიანი მმართველობის თავზეც არ არსებობს ამ ტერიტორიის განვითარების ერთიანი ხედვაც კი. ფრაგმენტული მიდგომები არ აძლევს მოქალაქეებს განცდას, სრულად დაინახონ დასახლების მომავალი და ამ მომავალში თავისი თავი. გვაქვს 9 პუნქტიანი გეგმა, მე კარგად ვიცნობ სამგორის რაიონის პრობლემებს და გამარჯვების შემთხვევაში აქაურ მაცხოვრებლებთან ერთად ძალიან სწრაფად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ ყველა პრობლემას.

გულიკო ზუმბაძესთან ერთად მოსახლეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

Leave a Reply