ათენში, ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლა დაიწყო. არანაირი დისტანციური გაკვეთილები, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ერთმანეთს საკლასო ოთახებში შეხვდნენ.

ტელეკომპანია ახალი სკოლის დირექტორს, დარეჯან ღამბაშიძეს დაუკავშირდა.

-19 სექტემბერს ქართულ საკვირაო სკოლაში, სწავლის დაწყება ზეიმით აღინიშნა.საკვირაო სკოლის გახსნას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში ბატონი დავით დონდუა, ელჩის მოადგილე ქალბატონი დეა მუმლაძე , საქართველოს საელჩოს რეფერენტი ბატონი ზურაბ ვაჩეიშვილი, მშობლები და პედაგოგები.

ზეიმი გახსნა საკვირაო სკოლის უფროსმა მოსწავლეებმა მათე და საბა გიორგელაშვილებმა. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ელჩი, ბატონი დავით დონდუა , ელჩის მოადგილე ქალბატონი დეა მუმლაძე და ბატონი ზურაბ ვაჩეიშვილი.სასწავლო წელი ბავშვებს მიულოცეს პედაგოგებმა ქალბატონმა ნანა სამხარაძემ და ქალბატონმა მადონა ჯავახიშვილმა.

მუსიკის პედაგოგმა, ქეთევან ხატიაშვილმა ლამაზი სიმღერით მოგვილოცა სწავლის დაწყება.

ზეიმის დასასრულს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს, სკოლის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა, სკოლის სიგელები გადასცა. ასევე, ყველა მოსწავლე სწავლაში წარმატებისათვის დასაჩუქრდა სიგელებით.სკოლის მხარდაჭერისათვის ქართული სახლის სიგელები გადაეცა ყველა ქართული სახლის წევრ ქალბატონებს და ბატონებს აკაკი შელიას და კახი სიბოშვილს,ბატონმა ელჩმა წარმატებული სასწავლო წელი გვისურვა და კვლავ თანადგომა გამოგვიცხადა.

-სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

-დიახ, ყველანაირი რეგულაციები დაცულია, გარემო უსაფრთხოა და ძალიან მიხარია, რომ სკოლა ახმიანდა.

-წარმატებები თქვენ და თქვენს მოსწავლეებს.

Leave a Reply