გიორგი გახარიამ მედიასთან სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი მიყურადების ფაილების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ჩემი რჩევა იქნება რომ დროზე სერიოზული, ღია, გამჭვირვალე გამოძიება დაიწყონ და შეეშვან აი ამ ჭორაობას, რასაც აკეთებენ… სირცხვილია ამ ზღაპრებში ცხოვრება. შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში – სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო იმის მაგივრად რომ იფიქრო  როგორ   დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო.“- ამბობს გიორგი გახარია.

გახარიამ ნარკოტესტირების გარშემო დაგეგმილ პროვოკაციის გამო ოცნების ხელმძღვანელები ,,არიფებად“ შეაფასა.
„როგორი არიფები არიან მართლა – რომ იფიქრეს, რომ აი იმ ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისმწამებლური კამპანიით მე დამაზიანებდნენ და ისევე არიფულად ფიქრობენ, რომ ამით ესენი თბილისს დააბოლებენ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ეს ხალხი ობიექტურ რეალობას აცდენილია.“- ამბობს გახარია.
ჟურნალისტებმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ჰკითხეს, არის თუ არა მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ამათ შორის, ქალაქში გამოკრულ სიძულვილის გაღვივების დანიშნულების მქონე სისხლიან ბანერებზე მისი გამოჩენა ოცნების ებრაელი კონსულტანტის – მოშე კლუგჰაფტის მიერ დაგეგმილი.
„წარმოდგენა არა მაქვს, არც მაინტერესებს. მე ჩემი გეგმა მაქვს, ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. თუ უნდათ, პლაკატები დაკიდონ, რაც უნდათ, ის დაგვაბრალონ, მაგრამ ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – დღის წესრიგს ვერ შეგვაცვლევინებენ.   მოშე იქნება, პეტრე თუ პავლე –  ეს მათი საქმეა, მე არ მაინტერესებს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave a Reply