„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 57.9%-ით ლიდერობს.

კითხვაზე – „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები ასე განაწილდა:

კახა კალაძე („ქართული ოცნება“) 57.9%;

ნიკანორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 27.8%;

გიორგი გახარია („საქართველოსთვის“) 5,3%;

ანა ბიბილაშვილი („ლელო“) 2.5%;

გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) 2.1%;

ანა დოლიძე („ხალხისთვის“) 1,6%;

თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) 0,6%;

მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 0,5%;

სხვა კანდიდატები 1,7%;

„კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვოს“, – აღნიშნა ბრიფინგზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

Leave a Reply