გიორგი გახარია: „ოცნება განაცდა“ ტყუილად არ მითქვამს ეს. ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა და 20 ივნისზე ილაპარაკა ისეთი რაღაცები, ნიკა მელიას ადვოკატებმა ისურვეს მისი დაბარება სასამართლოში, როგორც დაცვის მხარის“

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში 2 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა:

„ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის! ეს იქნება არჩევნები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ეს გამარჯვებების ნაბიჯი, ცვლილებების მთელი პროცესი! ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ საბოლოოდ ომი მოვიგოთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის წინსვლისთვის.“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ისინი არა ვინმეს, არამედ „უკუსვლას“ ებრძვიან.
„ოცნება რომ განაცდა, მე ტყუილად არ მითქვამს ეს. მარტივ რამეს ვგულისხმობ, მაგალითად, ამ ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა და 20 ივნისზე ილაპარაკა ისეთი რაღაცები, რომ ნიკა მელიას ადვოკატებმა ისურვეს მისი დაბარება სასამართლოში, როგორც დაცვის მხარის მოწმის“ – განაცხადა გახარიამ.

Leave a Reply