როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, ჩემი იმედები ვერ გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არ ვიცი უკვე, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადება.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა.

„როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply