დავით ჩიხელიძე
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი
-ყურადღებით გავეცანი ორგანიზაცია “სამპქალააო პლატფორმა 2020”-ის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომზადებულ ანგარიშსს, (რომელიც მათ საიტზე დევს) ანგარიშში თვალში მომხვდა რომ  ნახსენები არ არის  საქართველოს არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქის  ჩარევის შესახებ, რაც ცალსახად დიდ პრობლემას წარმოადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქის, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას კანონი კრძალავს, სააკაშვილი კი დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქე არის, რომლიც აქტიურად ერეოდა 2020 წლის არჩევნებში, ეწეოდა პირდაპირ თუ ირიბ აგიტაციას. ის დღესაც  იგივეს აკეთებს,  როდესაც სხვადასხვა მოწოდებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აგიტაცია/პროპაგანდას ცდილობს.  აღნიშნულზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, რადგან მიუხედავად წარსულისა, (რომელიც არც თუ ისე საამაყოა)  მას ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.  კანონი ეს არის მკაცრი და მკაფიო  მოცემულობა, რომელიც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ სააკაშვილის შესახებ ერთხელ მაინც ისაუბროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საუბარი საუბრისთვის, არამედ ეს უნდა იყოს რეალური, ფაქტებით და კანონით გამყარებული შეფასება.
მე თქვენი დუმილიც მესმის, როგორც  ამბობენ დუმილი ოქროა რჩეული. თქვენს შემთხვევაში ეს ფრაზა არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით მუშაობს, რადგან თქვენ ხომ კოდუა, სააკაშვილის მარჯვენა ხელი  გაფინანსებთ, ის აფინანსებს თქვენს უკრაინულ ვიზიტებს, სადაც დიდი ალბათობით  სააკაშვილსაც ხვდებით. ამის შემდეგ უკვე გასაგებია თქვენი დუმილი, როდის იყო ძაღლი იმ ხელს კბენდა რომელიც საჭმელს აჭმევს?

Leave a Reply