თამარ ბელქანია

რამდენიმე საათში დავკარგავთ სოხუმს!
ყოველ ჯერზე მაქვს განცდა, რომ მაკლია ძალიან მნიშვნელოვანი და მოსვენებას მაკარგვინებს განცდა, რომ ვერაფერს ვცვლი და ვშველი.
უფრო ცუდი განცდა მეუფლება როცა ვხედავ, რომ თითქოს ეგუება ხალხი დაკარგულ სოხუმს. ოკუპირებულ აფხაზეთს, გალში აკრძალულ ქართულ ენას და ლიტერატურას და ირონიულ კითხვას: – გჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს? !
-მჯერა!
მჯერა, რომ ის რაც ჩვენი ნაწილია, ჩვენ არ დავთმობთ! მჯერა რომ 27 სექტემბერი და ჭუბერის თოვლიანი გოლგოთა მითოსური გზაა სახლში თავიდან დასაბრუნებლად! და საკუთარი თავის საპოვნელად! მთავარი: ჩვენ ჯერ კიდევ ვსვამთ სოხუმის სადღეგრძელოს მაგრამ ჩვენ არ ვსვამთ კითხვას რატომ დავკარვეთ სოხუმი!

დღეს ისევ თოვს სვანეთში და ხვალ ისევ დავკარგავთ თავს სოხუმში!
მე მახსოვს და ვიბრძოლებ სოხუმში დასაბრუნებლად .
#რუსეთიოკუპანტია!

Leave a Reply