ანი ქუბრიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,საქართველოს მთავრობის მეთაური. ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობის პროცესი. იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს,ახორციელებს მინისტრების კონტრლოს,ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს, საგარეო ურთიერთობებში და საქართველოს სახელით დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს,იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა დაწესდა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე და მას მთავრობის თავმჯდომარე ერქვა.

იმ პერიოდიდან, დღემდე საქართველომ უამრავი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა,მაგრამ 2012-2021 წლებში მათი ცვილების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ რვა პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა,რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

ნიკოლოზ გიგლაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე. მას აღნიშნული თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის დროს ეკავა. იგი ასევე იყო საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

ნიკოლოზ გიგლაურის შემდეგ თანამდებობა დაიკავა ივანე მერაბიშვილმა, 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე. ივანე მერაბიშვილი ასევე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი,საქართველოს სახელწმიფო უშიშროების მინისტრი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მას ბრალს სდებდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში,ეს იყო მთავარი მიზეზი,რის გამოც მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

შემდეგი, ვინც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა ბიძინა ივანიშვილია,რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე. მან საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. იგი ასევე არის ბიზნესმენი,ქველმოქმედი,საზოგადო მოღვაწე,პოლიტიკოსი და მეცენატი.

ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეა ირაკლი ღარიბაშვილი,რომელიც თანამდებობას იკავებს 2013 წლის 20 ნოემბერს და ტოვებს 2015 წლის 30 დეკემბერს. მის დროს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა დაკავებული. ირაკლი ღარიბაშვილს ეკავა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. მის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი კვირიკაშვილმა,იგი საქართველოს მეთაური იყო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე.  გადადგა,ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციების შემდეგ,რის შესახებაც საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ასევე დანიშნული იყო საქართველოს საგარეო მინისტრისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობებზე.  გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ თანამდებობას იკავებს მამუკა ბახტაძე 2018 წლის 20 ივნისიდან,2019 წლის 2 სექტემბრამდე. ამ დროიდან კი გვყავს ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 2019 წლის 2 სექტემბერს ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც მან გადადგომის მიზეზად დაასახელა: „მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“. მის მისიად ითვლება  ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გეგმა და ასევე განათლების სისტემასთან დაკავშირებული გეგმები. მამუკა ბახტაძეს ასევე ეკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.

2019 წლის 8 სექტემბრიდან, 2021 წლის 18 თებერვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებს. გიორგი გახარიაც,მამუკა ბახტაძის მსგავსად გადადგა თანამდებობიდან. ამის მიზეზად, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. მას ასევე დაკავებული ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის პოსტები,იგი იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და ეკონომიკური საბჭოს მდივანი,საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

და ბოლოს, ისევ ვუბრუნდებით ირაკლი ღარიბაშვილს,რომელმაც პრემიერ-მინისტის თანამდებობა ხელმეორედ დაიკავა 2021 წლის 22 თებერვალს და აღნიშნულ პოსტზე დღემდე იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საქართველოს ისტორიაში პრემიერ-მინისტრთა ისეთი ცვლილება,როგორიც 2012-2021 წლებში ფიქსირდება უჩვეულო და უპრეცედენტოა.

გამოყენებული წყარო: Wikipedia

Leave a Reply