ანი ქუბრიაშვილი

ბრიფინგის დრო

სვეტლანა ჩხვიმიანი,უვადო პატიმრის ნიაზ ჩხვიმიანის დედა. იგი ბრიფინგზე საუბრობს თავისი შვილის შესახებ,რომელიც 17 წელია სრულიად უდანაშაულოდ იხდის სასჯელს,რადგან სხვისი დანაშაული დაიბრალა. მიუხედავად იმისა,რომ 14 წლის შემდეგ ეკუთვნოდა უდო (სამაჯურით გათავისუფლება) მოსამართლემ უარი განაცხადა,რადგან პატიმარს არ აქვს აღიარებითი ჩვენება.

მოსამართლის თქმით,ასეთი პატიმარი არ დგას გამოსწორების გზაზე. დედამისს ხელთ აქვს,პატიმრის დახასიათება,რომლის მიხედვითაც პატიმარი ნიაზ ჩხვიმიანი ძალიან დადებითად არის შეფასებული,ასევე წახალისებულია რაშიც იგულისხმება ნახვის საათების მომატება.

პატიმარს სხვა პატიმრებთან ერთად ციხეში გაშენებული აქვს ბაღი,გავლილი აქვს სხვადასხვა კურსები,რომლის მიხედვითაც ის დამატებით დახასიათებას მიიღებდა,რომელიც დაეხმარებოდა უდოთი გათავისუფლებაში.

სვეტლანა ჩხვიმიანი ითხოვს,უდოთი გაათავისუფლონ მისი შვილი,რომელიც მას კონონით ეკუთვნის.

-„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს,სალომე ზურაბიშვილს გადახედოს ჩემი შვილის საქმეს და აღასრულოს სამართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მიზნით გავშლი კარავს და დავტოვებ საქართველოს მოქალაქეობას-განაცხადა პატიმრის დედამ სვეტლანა ჩხვიმიანმა.

Leave a Reply