პანდემიის შესაჩერებლად სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში 12 -დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დასაშვები უნდა გახდეს.

“ორი არჩევანი აქვს ქვეყანას – პირველი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჩავატაროთ მხოლოდ რისკის ჯგუფებში, ან შესაძლებელია მეორე გზა, რომელიც აირჩია აშშ-მა, კანადამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ეს არის გზა, ჯანმრთელობის მიუხედავად, 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების იმუნიზაცია. ორივე ვარიანტი იქნება განხილული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას,”-განმარტავს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

Leave a Reply