გიორგი ლაღიძე

თბილისის მერობის კანდიდატი

პარტია “მომავალი საქართველო”

-მიშა არის ექსცენტრული პოლიტიკოსი, თუმცა ის ძალიან კარგად ფლობს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ინფორმაციას, ვფიქრობ, ის დააკვირდება არჩევნების დღეს პროცესებს, თუ დაინახავს, რომ ოპოზიცია საერთო ჯამში არჩევნებს იგებს და ხელისუფლებამ ვერ გადალახა შარლ მიშელის შეთანხმებაში არსებული ბარიერი, ის აუცილებლად ჩამოვა და პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში გაააქტიურებს.

მისი ჩამოსვლა ქუჩაშიც გაააქტიურებს პროცესებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაიწყება არეულობა, მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ჩამოვა ჩასვამენ ციხეში. ჩასვამენ ციხეში, თუმცა რამდენი ხნით, ეს არავინ იცის, თუმცა არამგონია მას დიდი ხნით მოუწიოს ციხეში ჯდომა.

სააკაშვილი ამ ხელისუფლებისთვის ერთნაირი თავის ტკივილია როგორც გარეთ, ისე ციხეში. მიშა ისე არ ჩამოვა, რომ მას რაღაც გარანტიები არ ჰქონდეს.

Leave a Reply