კითხვაზე-რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ კოალიციური მთავრობა გაამართლებს, თან იმ ფონზე, რომ სწორედ კოალიციით მოვიდა 2012 წელს “ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში, თბილისის მერობის კანდიდატმა პარტია “მომავალი საქართველოდან” გიორგი ლაღიძემ განაცხადა:

-2012 წელს არსებულ დაჯგუფებას კოალიციას არც დავარქმევდი, ისინი იყვნენ ერთი ადამიანის ირგვლივ შემოკრებილები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები არ ჰქონდათ, ისინი იყვნენ ბიძინას ხათრით არჩეულები და შესაბამისად ატარებდნენ იმ კურსს, რაც სურდა ბიძინას.

აი როდესაც დღეს ვსაუბრობთ კოალიციურ მთავრობაზე, დიახ, ეს ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური რეალობაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა კოალიციური მთავრობა და არა ის, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოხვდეს ძალაუფლება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა ნაციონალების დროს, როდესაც ერთი პოლიტიკურ ძალას და პრეზიდენტს ჰქონდა მარტო ძალა და ასე იყო “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც. ეს მოდელი საქართველოში არ ამართლებს, უნდა მოხდეს ძალების დაბალანსება.

 

Leave a Reply