დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

ოპოზიციამ ბრძოლის ველზე თავისი მძიმე არტილერია (თვითონ ასე თვლიან) კაპიტანი გიგაური გამოაგორა, მეზარბაზნეები შემოაკლდათ და სცენაზე “საერთაშორისო გამჭირვალობის” ხელმძღვანელი გამოჩნდა, რომელიც რა გასაკვირია და მომენტალურად სიცრუის გავრცელებას შეუდგა, როგორც მან თქვა საქართველო კვლავ პრობლემურ არჩევნებს ატარებს.  განცხადების ტონი და კონტექსტი არასწორად არის შერჩეული, რადგან  ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე  უარყოფით კონტექსტში საუბარი, მინიმუმ უხერხულია, რაც ასეთი “მიუკერძოებელი” ორგანიზაციის “ობიექტურ” ხელმძღვანელს  არ ეკადრება. მაგრამ… მაგრამ ჩვენ თუ ოპოზიციის” მესიჯ ბოქსს” გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის ერთი ერთში იმეორებს გიგაურის პოზიციას. ნაციონალური მოძრაობა საკუთარი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებით საზოგადოების  შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

2021 წლის წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, სადაც ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობები აქვს, ასევე არაერთი  სიახლე დაინერგა, რომელიც აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და  გამჭირვალობის უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებს. მაგრამ რად გინდა, გამოვარდება აჟიტირებული გიგაური და უარგუმენტო განცხადებებით პროცესის დისკრედიტაციას შეეცდება.  გიგაური საკუთარი აბსურდული განცხადებით ვნებს და ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს.

Leave a Reply