გიორგი ჭილაშვილი

ამ დროისთვის საკმაოდ კარგი აქტივობა გვაქვს,რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან არჩევნების ტექნიკურად მომზადება ერთია და მეორეა საზოგადოების აქტიურობა, თქვენს გარეშე აზრი არ აქვს დღევანდელ დღეს იაქტიურეთ, მიუხედავად იმის რომ ამ ეტაპზე ძალიან კარგი აქტივობა გვაქვს. მთავარია რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, კოვიდ რეგულაციების დაცვით, დილით როდესაც ხმა მივეცი ამ საკითხს განსაკუთრებულად მივაქციე ყურადღება და საკმაოდ კარგად მუშაობს საუბნო საარჩევნო კომისია და ზოგადად კომისიები ყველგან.
უბნების გახსნასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო , რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) განცხადება, თითქოს 24 პროცენტი უბნებისა არ გაიხსნა დროულად არის სიცრუე! გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან!
ყველაზე მეტად პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტ პარტიებს, ყველას განურჩევლად მათი სახელწოდებისა, მეგობრებო აუცილებელია, კიდევ ერთხელ გიმეორებთ მუდმივი კომუნიკაცია თქვენს წარმომადგენლებთან, რადგან გაიგოთ ის რასაც თუნდაც მე ვწერ და თქვენც ობიექტურად მიაწოდოთ საზოგადოებას ხმის მიცემის პროცესი როგორ მიმდინარეობს!
საკმაოდ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე დღე აქვთ საოლქო კომისიებს, საუბნო კომისიებს, ზოგადად ცენტრალურ საარჩევნო კომისისას და კიდევ ერთხელ მადლობა მათ რომ ჯერ-ჯერობით ამ დროისთვის მაღალ დონეზე მართავენ კენჭისყრის პროცესს!
კიდევ ერთი საკითხი გახლავთ საარჩევნო პროცესის დაკნინება, რაც აქამდე ბევრჯერ სცადეს აქ რა მინდა გითხრათ, თქვენს არჩევანზე ვერავინ ვერ მოახდენს გავლენას ვერც „შავი“ ვერც „თეთრი“ იცოდეთ, რომ თქვენი ხმა დაცულია და ცესკომ ამისათვის ყველაფერი გააკეთა ტექნიკურად და ეს პროცესი გააჯანსაღა!

Leave a Reply