განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც 4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

„სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებითთერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.

Leave a Reply