დავით ჩიხელიძე

“აი ფაქტი” ეს არის კოლექტიური “სამართლიანი არჩევნები”(ISFED), რადგან როგორც ვხედავთ დათვლა არც ერთმა არ იცის

2 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, რაც პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციებს დუმილს აიძულებს, ასევე მშვიდად არის გაგარანი მაქარაშვილი და მათი მენტორები ხუსკივაძე კობალაძე, საერთო დუმილის ფონზე ოროსანი მოსწავლის მსგავსად თავი ფეისბუქ გვერდმა „აიფაქტ”-მა წამოყო, რომელიც ბიულეტენებით და მასში არსებული დისბალანსით აპელირებს, აღნიშნული გვერდი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, რაც დაუშვებელია.

ის რომ ბიულეტენებში დისბალანსია კანონდარღვევა არ არის და ეს ლოგიკური, ბუნებრივი მოცემულობაა. რადგან უბნების გარკვეულ ნაწილში ამომრჩეველი მაჟორიტარ კანდიდატს ხმას არ აძლევს რაც ბუნებრივია დისბალანსს იწვევს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები შემაჯამებელი ოქმების მხოლოდ 0.2% ფიქსირდება, რაც მერწმუნეთ შესანიშნავი შედეგია, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შედეგზე გავლენას ვერ ახდენს. ვთვლი, რომ არჩევნების შესახებ არჩევნებში ჩახედულმა და საკუთრი საქმის პროფესიონალმა უნდა ისაუბროს. მე არ ვიცი ვინ დგას “აიფაქტის” უკან, შესაბამისად მათი პოზიცია ჩემთვის სარწმუნო ვერ იქნება, მით უფრო იმ რეალობის გათვალისწინებით რაც საკუთარი თვალით ვიხილე.

გადავხედე მათ გვერდს და თვალში ორი რამ მომხვდა:

პირველი: ეს არის გვერდი რომელსაც არჩევნებთან საერთო არ აქვს, არ ჩარეულა წინასაარჩევნო პროცესში, არ აკვირდებოდა არჩევნებს და არც ოქმების დათვლის შესახებ გაუკეთებიათ განაცხადა, რაც ნიშნავს, მათ გვერდს უბრალოდ ვიღაც იყენებს, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო რომ „აიფაქტის უკან“ ხუსკივაძე კობალაძის ტანდემი დგას. არაფერს ვამტკიცებ ეს ჩემი ვარაუდია.

მეორე: აღნიშნული გვერდი აქტიურად ეწევა ეკლესიის და სამვდელოების გაშავების კამპანიაა, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.

“აი ფაქტი” რეალურად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდი არის, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევა, ისინი სულ რამდენიმე დღის წინ ეკლესიას ებრძოდნენ, დღეს კი ცესკოს წინააღმდეგ გაილაშქრეს. აღნიშნული გვერდისთვის ცუდი ამბავი მაქვს, მალე ისინიც ისე დადუმდებიან როგორც პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან ტყუილი სიცრუესთან მუდამ მარცხდება.

“აი ფაქტი” ეს არის კოლექტიური “სამართლიანი არჩევნები”(ISFED), რადგან როგორც ვხედავთ დათვლა არც ერთმა არ იცის

Leave a Reply