თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი4 ოქტომბერს განახლდა.

მანამდე კი თბილისში საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა – გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.

სიახლეა ისიც, რომ თბილისის N100 ბაგა-ბაღის 23 თანამშრომელი “მასწავლებლის სახლისა” და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. პროექტის დეტალებისა და სწავლების მიზნების შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ თოლორაიამ და “მასწავლებლის სახლიდან” თამარ საღინაძემ გააცნეს.

ერთწლიანი პროექტი „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაიწყო, თბილისში კი ამ მიზნით, N100 ბაგა-ბაღი შეირჩა. მისი მიზანია სამინისტროს მიერ შემუშავებული კურიკულუმის დანერგვა და პილოტირება საბავშვო ბაღებში.
პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა N100 ბაღს გადასცა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მეთოდური და სახელმძღვანელო მასალები.

Leave a Reply