ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ენმ-ის კანდიდატმა მანუჩარ ფიფიამ, რომელმაც 2 ოქტომბრის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ორი ხმით აჯობა, ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე 2 ოქტომბრის შემაჯამებელ ოქმში იყო აღნიშნული: ხელახლა გადათვლის შედეგად, ამ ოლქში გამარჯვება “ოცნების” კანდიდატმა გოგოხიამ მოიპოვა, რომელსაც გადათვლის შემდეგ 12 ხმა დაემატა და საბოლოო ჯამში, ენმ-ის კანდიდატზე 10 ხმით მეტი მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე არსებული სტატუს-ქვო ზუგდიდის საკრებულოში შეიცვალა, მაგრამ მანდატების უმრავლესობას ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფლობს: 45 მანდატიდან, დღეის მონაცემებით, ენმ-ს 22, ხოლო “ქართულ ოცნებას” 19 აქვს. სამი მანდატი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიას აქვს მოპოვებული, ხოლო კიდევ ერთი მანდატის ბედი მეორე ტურში გადაწყდება და მას ან ენმ, ან “ოცნება” მოიპოვებს.

წყარო odishinews.ge

Leave a Reply