მაშველებმა, ბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ცხედარი ამოასვენეს

მაშველებმა, ბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ეკიპაჟები. ამ დროისთვის ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა. Post Views: 709