რეფორმატორების თავმჯდომარის დავით მიროტაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით:
“ბევრს გსმენიათ, აშშ-ს ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალის – “უოტერგეიტის” შესახებ. სკანდალის, რომელიც მიმდინარეობდა ნიქსონის პრეზიდენტობის დროს 1970-იანების დასაწყისში.
სკანდალს მოჰყვა პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა 1975 წელს და უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტის ბრალდება მძიმე დანაშაულში, რაც ეხებოდა ფარულ მოსმენებსა და ჩანაწერებში არსებულ შინაარს.
ნიქსონს სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა, ხოლო მისმა მომდევნო პრეზიდენტმა ფორდმა იგი შეიწყალა.
ამ საქციელით ჯერალფ ფორდმა აშშ-ს შეუნარჩუნა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი პატივისცემა; სახელმწიფოებრიობა, როგორც ღირებულებითი სისტემის მთავარი ნაწილი.
❗ასე შენდება ურყევი სახელმწიფოებრიობა! ასე იგება და ძლიერდება ერის ღირებულებითი სისტემა!
❗ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე ვცდილობთ შევქმნათ ძლიერი სუვერენული სახელმწიფო, შევქმნათ ურყევი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად დღეს კვლავ დამოუკიდებლობის გამოწვევებთან ვდგევართ.
ამის ერთ-ერთი ღერძული მიზეზი მყარი ღირებულებითი სისტემის არ ქონაა, სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ძვალ-რბილში გამჯდარი პატივისცემის არ განცდა. ამის გარეშე კი არ შენდება სახელმწიფო!
❗თუ გვსურს ოდესმე მივაღწიოთ ნამდვილ, ჭეშმარიტ “ქართველთა ოცნებას” ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეიძლება გვყავდეს გისოსებში გამომწყვდეული პრეზიდენტები! მითუფრო თუ ამის შემოქმედია არა ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება, არამედ ძალაუფლების უზურპატორი, მტერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, კაპიტულანტთა კასტა!
❗საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ!
უნდა გათავისუფლდეს არა მიმდინარე პოლიტიკის პერსპექტივისთვის, პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, არამედ ღირებულებითი სისტემის შექმნისა და მდგრადობისათვის!

Leave a Reply