კუმ დეომ,“ ლიბერთისა და „მთავარი ამბები კახეთიდან“ მხარდაჭერით, მორიგი საქველმოქმედო აქცია სოფელ ნაფარეულში გამართა 

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთობისათვის” მორიგ საქველმოქმედო აქცია, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერითა და საინფორმაციო სააგენტოს  „მთავარი ამბები კახედთიდან“ საინფორმაციო უზრუნველყოფით, ამჯერად თელავის სოფელ ნაფარეულში გამართა.

საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდპროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), , ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

აქციაში, ასევე, ტრადიციულად, მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მოხალისეები, მათ შორის, ბექა გოგიაშვილი, დავით ველლთაური და თამარ გახელაძე.

როგორც „კუმ დეოს“ თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, სოფელ ნაფარეულში უფასო სამედცინო მომსახურება 30–ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. ამასთან, მოსახლეობას ფარმაცევტული კომპანიებს – ,,ჯი ფარმასა” და „კრკა“-ს ხელშეწყობით,  უფასო მედიკამენტებიც გადაეცათ.

„ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა აქცია საქველმოქმედოა. ტრადიციას ვაგრძელებთ და ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობას მივაწოდეთ უფასო სამედიცინო მომსახურეობა და მედიკმენტები. ჩვენ საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – აცხადებს „კუმ დეო – მედისკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეშვიდე საქველმოქმედო აქცია გამართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფე, ხუცუბნის მოსახლეობას გაუწია.

აღსანიშნავია, რომ „კუმ დეოს“ საქველმოქმედო აქციების მხარდამჭერი „ლიბერთი ბანკია“ – ,,კუმ დეოსა” და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ბანკის მხრიდან საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

Leave a Reply