არჩევნების მე-2 ტურში მმართველი პარტია საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციას არაფერი დარჩენია გარდა საზოგადოების მოტყუებისა, რომ მათ ამ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.

“ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა თავისი ცრუ და უპერსპექტივო მიზნები გააჟღეროს და შეეცადოს, რომ თუნდაც მოტყუებით საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა გაიმარჯვონ ამ არჩევნებში.

ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას, რომლითაც ვხვდებით მოსახლეობას ყველა იმ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მე-2 ტურები ტარდება და უფრო სიღრმისეულად გავდივართ იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია შემდეგი 4 წლის ქვეყნის განვითარებისთვის მუნიციპალურ დონეზე,” – აცხადებს გივი მიქანაძე

Leave a Reply