დავით ღვინიანიძე 

საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

“დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი

-ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ყოველთვის, როგორც ხელოვანი, ვთვლიდი საჭიროდ ჩემი პოლიტიკური მოსაზრება არასოდეს დამეფიქსირებინა საჯაროდ… ვფიქრობ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა მუსიკოსი თუ შემოქმედი ცხოვრებაში უდიდეს მისიას ემსახურება. ჩვენ ხალხის გაერთიანების, შერიგების, მშვიდობისა და სიყვარულის მგოსნებად მოვევლინეთ სამყაროს…

მაგრამ, როგორც ქართველი, როგორც მოქალაქე და ჩემი ქვეყნის განვითარების გულშემატკივარი, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს…

უპირველესად, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან მიმართებით! ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ საოცრად დრამატულმა ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის ფაქტი, თუ რამდენად არაპროგნოზირებადია ადამიანის სიცოცხლე და როგორ უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს!…

ზუსტად ამ განზომილებიდან გამომდინარე, საოცრად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი სურვილით, ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების ფანატიზმით ავსებული, ბუმბერაზი ქართველი მსოფლიო პოლოტიკოსი, ციხეშია! ეს ჩემთვის, თქვენთვის და ყველა ქართველის მიმართ უდიდესი სიყვარულით გაჟღენთილი ისტორიული ნაბიჯია… მხოლოდ ერთეულების ხვედრია სულისა და იდეის ასეთი პატრიოტული სისპეტაკე! ზუსტად ამგვარი ქმედებები ქმნის ქვეყნის ისტორიას… მე ვამაყობ, რომ XXI საუკუნეში საქართველოს უკვე ისტორიული გმირი ჰყავს, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორია!

დამისახელეთ კიდევ ერთი პოლიტიკოსი მსოფლიოში, რომელსაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია?! მე ვერ მივცემ თავს უფლებას ჩემს საყვარელ ერს ვურჩიო, ვის მისცეს ან არ მისცეს ხმა, ეს თქვენი არჩევანია. უბრალოდ, კიდევ ერთ ისტორიულ შეცდომას მინდა ასცდეს ჩემი ქვეყანა! უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და მომიტევეთ ჩემი აზრის დაფიქსირებისათვის…

Leave a Reply