საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი შეხვდება გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მიშელ ბაჩელეტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ თავმჯდომარეს, კლაუს შვაბს.

15 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი ჩავა ბერნში, სადაც მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს, გი პარმელანს და ეროვნული საბჭოს პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ირენ კელინს.

Leave a Reply