არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს შესაბამისმა უწყებამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„არა მხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს შესაბამისმა უწყებამ, პენიტენციური იქნება ეს თუ ჯანდაცვის სამინისტრო. თუ უფრო დიდი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობა, ჩაერთოს ყველა ის ბერკეტი, დაინტერესებული მხარე, ვისაც ამის სურვილი აქვს, იქნება ეს სახალხო დამცველი თუ დეპუტატები. ვიცი, რომ ეს ფორმატი შეიქმნა კიდეც და მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Leave a Reply