გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) წინა შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოში ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციის (COP26) ჩატარება ქალაქ გლაზგოშია (2021 წლის 31.10 -12.11) დაგეგმილი.

„მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ელოდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების რიგით 26-ე შეხვედრას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი. დოკუმენტის საერთაშორისო შეფასებისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია მაღალი სტანდარტით მომზადებული, მთავრობის მიერ დამტკიცებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Leave a Reply