ტედი ანგელოვა

ბულგარელი ჟურნალისტი

 

პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირმა გამონახა დრო და რესურსები იმისთვის, რომ გაეხსენებინა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, შეეთავაზებინა მათთვის ფულადი დახმარება 2,3 ,ილიარდი ევროს სახით.

ასიგნაციის ეს პროგრამა ჩაეშვა 2009 წლის მაისში და მისი მონაწილეები არიან სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია (რომელმაც 2021 წელს ვეღარ მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა სანქციების გამო), საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს 2,3 მილიარდი ევრო ოფიციალურად არ არის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისთვის, ან იმ საქმიანობისთვის, რომელიც რაღაც სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარება ამ ქვეუნებს ან თავად ევროკავშირს.
ევროკავშირი მზად არის გახარჯოს ეს თანხა „დემოკრატიული რეფორმებისთვის“. გლობალური კრიზისის დროს ისმის კითხვა-რაში სჭირდება ასეთი ინვესიციის გაღება ევროკავშირს და რა სარგებლობას მიიღებს ის ამ ინვესტიციისგან?

შარლ მიშელის თქმით, ეს ნაბიჯი სარგებლობას მოუტანს პროგრამის ყველა მონაწილეს. მისი მტკიცებით, დემოკრატიული მმართველობაა გასაღები სასამართლო რეფორმების, სამართლიანობის, თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. მიშელის თქმით, ეს არამხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობაა, არამედ ეს არის საშუალება მმართველობის გაუმჯობესებისათვის.
კონკრეტულად ვის რა რაოდენობის თანხა უნდა მიეცეს და რაში უნდა გაიხარჯოს ეს ინვესტიცია?
უნდა გაეზარდოს საქართველოში მოსამართლეებს ხელფასი? თუ უკრაინაში ანტიკორუფციულ სამსახურში უნდა გაიზარდოს სამუშაო ადგილები? ასეთი ქმედებები სავარაუდოდ არაფერ შედეგს არ გამოიღებს და ვცლილებები არ დადგება. ისიც უნდა ითქვას, რომ არც შარლ მიშელს და არც ევროკავშირს ეს ყველაფერი არც თუ ისე არ აღელვებს. მაშინ რა გამოდის? ევროკავშირში არც კრიზისია და არც პანდემია? ან უნდა ვივარაუდოთ, რომ აქვს თავისუფალი თანხები და უბრალოდ არ იცის სად გახარჯოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს ყოველთვის უჭირს თავისი წევრი ქვეყნებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა, მაგალითად, ევროკავშირის ახალი ბიუჯეტში არც ერთი ევრო არ არის გამოყოფილი ბალტიისპირეთის პორტის რეაბილიტაციისთვის. ამავე დროს ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს აქვს კატასტროფული ტრანზიტული სიტუაცია, მათი პორტები განახლებას საჭიროებენ.

ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირი მის არაწევრ ქვეყნებს სთავაზობს თანხებს დემოკრატიის განვითარებისთვის.
პოლიტოლოგი ვლადიმერ კორნილოვი Baltnews-თან საუბარში აცხადებს, რომ არავინ მალავს ფაქტს, რომ დასავლეთპარტნიორობა შექმნა ევროპან, როგორც სანიტარული კორდონი რუსეთის წინააღმდეგ. მისივე თქმით, 2,3 მილიარდი არც ისე ბევრია, თუ გავითვალისწინებთ ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი მოდის არა გრანტებზე, არამედ სესხებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ ამ ქვეუნების სასესხო ვალდებულება იზრდება.
ევროკავშირი ცდილობს მეტი ვალდებულება ჰქონდეთ სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს და არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ.

რაზე დაიხარჯება ფული? აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხალხს აღარაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი, განსაკუთრებით კი 2.3 მილიარდი ევრო, რომელსაც მათი ხელისუფლებები სულ მალე მიიღებენ ევროკავშირისაგან. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ფული ფუჭად იხარჯება, ესეც უკეთეს შემთხვევაში, ხან კი უფრო უარესად არის საქმე. 2019 წელს ევროკავშირმა პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის რამდენიმე პროექტი შეიმუშავა. ძირითადი მიზანი ეს იყო ინვესტიცია ამ ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკაში. ამაში ევროკავშირმა 12.8 მილიარდი ევრო დახარჯა. რეალიზაციაში საერთაშორისო ბანკიც იღებსმონაწილეობას. როგორ დასრულდა ეს გეგმა? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს 9 მილიარდ ევროზე მეტი გადასცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ძნელი არ არის ვივარაუდოთ, რომ თუ ეს ბანკები ჩაერთვებიან პროგრამაში, გაცემული თანხა იქნება არა საჩუქრი, არამედ იქნება სესხი.

უკრაინას, აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმის მიხედვით, 2019 წელს გამოიყო სახსრები M-05 კიევი-ოდესის გზატკეცილის შეკეთებისა და ლვოვის ჩრდილოეთ შემოვლითი გზების მშენებლობისთვის. სესხი 450 მილიონი ევროს ოდენობით არის გათვალისწინებული EBRD- ის მიერ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, რემონტი არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, 2021 წლის 16 ივლისს, გზის ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა, რამაც გამოიწვია ორი ზოლის გადაკეტვა. ახლა კი უკრაინა ვალდებულია გადაიხადოს ზარალის თანხა. პროგრამის ფარგჰლებში მსგავსი პროექტები განხორციელდა სხვა ყვეყნებშიც. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით იგივე მოხდება, როდესაც ამ ქვეყნების მთავრობები მიიღებენ 2,3 მილიარდ ევროს ევროკავშირისგან. გზების მაგალითზე უნდა გავითვალისწინოთ სულ მცირე ზოგიერთი სავარაუდო სამუშაო, თუნდაც მხოლოდ ფორმალურად. შესაძლებელია ერთი კილომეტრის რემონტი, შემდეგ გადაღება და ტელევიზიით გაშუქება, თითქოს საქმე გაკეთდა, მაგრამ როგორ ამოწმებს ევროკავშირი ან რიგითი ხალხი მოლდოვაში, უკრაინაში ან საქართველოში, სად წავიდა ქვეყნის დემოკრატიზაციაზე დახარჯული თანხა?

საჭიროა კი დაფინანსდეს ამ ქვეყნების ისედაც საკმაოდ კორუმპირებული ელიტა?

თუმცა, ზოგიერთი დეტალი გამოჩნდება ევროკავშირის ვებგვერდზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფინანსური დახმარების გეგმის დოკუმენტში. მაგრამ ამავე დროს, არის ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელთა გაგება რთულია და გაურკვეველია სად წავა ეს ფული. “200 მილიონ ევროზე მეტი სესხი გადაეცემა EU4Business ინიციატივას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რჩევების მიცემა”,-ნათქვამია ვებგვერდზე. თითქოს მათ არ სჭირდებათ საბიუჯეტო სახსრები, გადასახადების შემცირება ან ანტიკორუფციული კანონმდებლობის ცვლილებები … გამოდის, რომ მეწარმეებს უკრაინაში ან საქართველოში ყველაზე მეტად სჭირდებათ უცხოელების რჩევა, რომლებიც ადგილობრივებს ეუბნებიან როგორ იმუშაონ თავიანთ ქვეყანაში. გარდა ამისა, ასეთი კონსულტაციების ღირებულება შეიძლება შეფასდეს როგორც მოსახერხებელი, მაგრამ ისმის კითხვა-როგორ შევამოწმოთ სახსრების მიზნობრივი გამოყენება? არ არსებობს ისეთი კონცეფციების შეფასების მექანიზმი, როგორიცაა სახელმწიფოს დემოკრატიზაცია. მაშინაც კი, თუ გამოყოფილი თანხები იქნება სესხების სახით. მაშინ კიდევ იბადება ლოგიკური კითხვა – არის თუ არა მათი დაბრუნების გარანტია, როდესაც შეიცვლება ხელმძღვანელობა და ლიდერები, რომლებმაც აიღეს ვალდებულებები?

ვინ ვის ეხმარება პრაქტიკულად?

ბოლო 10-15 წელია ჩვენ ვხედავთ, რომ სასომხეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი დანამატად იქცნენ, მეტიც, დღეს კიევის საგადასახადო პოლიტიკა ისეთია, რომ უფრო მომგებიანია ნედლეულის ექსპორტი და არა დამატებითი ღირებულების საქონელი.

ევროკავშირი, თუნდაც დახარჯოს გარკვეული თანხა (უმეტესობა გადახდილია სესხების სახით), პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იღებს ერთგულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა შესწირონ ევროკავშირის გარკვეული მოთამაშეების ეკონომიკურ ინტერესებს.

შეუსაბამოა სახსრების გამოყოფა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღებული სახსრების ხარჯვაზე და მიზნობრივ გამოყენებაზე, რომელიც მიიღება სერიოზული კონტროლის დამყარებამდე.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება მაშინ, როცა ვსაუბრობთ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. ბოლო წლებში ისინი მონაწილეობდნენ შეიარაღებულ კონფლიქტებში ან იბრძოდნენ. ეს ქვეყნები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ იარაღზე და სამხედრო ხარჯები მუდმივად იზრდება.
გამოდის, რომ ევროკავშირი, აფინანსებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ირიბად აძლევს ამ თანხის ნაწილს იარაღისთვის. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) უახლესი მონაცემების თანახმად, 2009 წლიდან 2018 წლამდე აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯებმა შეადგინა თითქმის 24 მილიარდი აშშ დოლარი. აზერბაიჯანი მხოლოდ ისრაელისგან ყიდულობს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს.

აშშ -ს თავდაცვის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს უკრაინის მაჩვენებელი 510.5 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო წინა 2019 წლისთვის – 272.4 მილიონი აშშ დოლარი. 2018-2016 წლებში თითოეული წლის თანხები მსგავსია. გარდა ამისა, როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიაწოდა სამხედრო პროდუქცია 62,8 მილიონ დოლარად, მოლდოვა – 11,5 მილიონ დოლარად, აზერბაიჯანი – 509,000 დოლარად, სომხეთი – 2,000 აშშ დოლარად. უკრაინის სამხედრო ხარჯებმა 2009 წელს შეადგინა 11.65 მილიარდი გრივნა, ანუ 442 მილიონი დოლარი დღეს. 2019 წლისთვის ეს თანხა 7.1 მილიარდი დოლარია, რაც მშპ -ს მინიმუმ 5% -ს შეადგენს.

აქ თქვენ პირადად შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები იარაღის შესყიდვაზე მსოფლიოში, ნახოთ ვინ ვისგან ყიდულობს, რამდენს და რას.
https HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”:// HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”armstrade HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”. HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”sipri HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”. HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”org HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”/ HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”armstrade HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”/ HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”page HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”/ HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”trade HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”_ HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”register HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”. HYPERLINK “https://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php”php

2019 წლის დასაწყისში მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინასა და თურქეთს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე (თანხა არ იყო მითითებული) კერძოდ, Bayraktar TB2 უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვაზე, რომელსაც შეეძლო შეტევის ფუნქციების შესრულება.
ევროკავშირიდან მიღებული სახსრები ირიბად გამოიყენება სამხედრო ხარჯებისთვის, ასევე შეერთებული შტატებისგან იარაღის შესყიდვისთვის, როგორც სამხედრო პროდუქციის მსხვილი გლობალური მწარმოებლისგან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შეიძლება არ ჩადონ ინვესტიცია იარაღსა და ბრძოლაში, მაგრამ ჩადონ თავიანთი ფული თავიანთი ეკონომიკის განვითარებაში.

ევროკავშირს შეუძლია ეს 2.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნების მხარდასაჭერად და არა გაურკვეველი მიზნებისთვის, რისთვისაც შეუძლებელია შედეგების მოხსენება და ეს თანხა, სავარაუდოდ, ვიღაცის ხელში მოხვდება შესაბამისი ქვეყნების მმართველი ელიტადან, ისინი შემდგომში მოემსახურებიან გარკვეული წრეების ინტერესებს, მაგრამ არა საკუთარ ქვეყნებს.

მოსალოდნელია, რომ პროგრამის ფარგლებში თანხების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გადადის, რაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება აქ მცხოვრები ევროპელი ხალხების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული მუდმივი საერთაშორისო სკანდალების ფონზე. ფაქტია, რომ არაერთხელ გამოვიდა უკრაინიდან სიგნალები ბულგარელებისა და უნგრელების უფლებების დარღვევის შესახებ. უკრაინის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებას და დევნის ყველას, ვინც გაბედავს გამოთქვას აზრი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოთქმულისგან.

ვინაიდან პრობლემები ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, არ არის ლოგიკური, რომ ბულგარეთი და უნგრეთი დაჟინებით მოითხოვდნენ უკრაინისთვის დახმარების შეჩერებას ამ საკითხების გადაწყვეტამდე, ან თუნდაც უკრაინაში ბულგარელებისა და უნგრელების უფლებების გარანტირებამდე. ბულგარეთის ხელისუფლებამ, როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება, უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესები და არა მათი პირადი ინტერესები. მთლიანად ბულგარეთის პოლიტიკური ელიტა, როგორც ჩანს, უფრო მეტად დაინტერესებულია პირადი კეთილდღეობით ან თუნდაც პოლიტიკური კარიერით, ვიდრე საკუთარი მოქალაქეებით და ამიტომაც არის, რომ ადამიანების პრობლემები უკანა პლანზე რჩება, ისინი უფრო იშვიათად ფიქრობენ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის, იტალიისა და კვიპროსის ხელისუფლება გვთავაზობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი სახსრების გადამისამართებას ევროკავშირის ეკონომიკის აღსადგენად.
გასულ წელს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯორჯ სოროსის ფონდი იყენებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობითაც იხარჯება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამოყოფილი ევროპული სახსრები. ერთ -ერთი მედია საშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს მასალა, იყო Newsfront საინფორმაციო სააგენტო. ასეთი მასალების გამო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს ფეისბუქის მენეჯმენტს, რის შემდეგაც მედიის ანგარიშები წაიშალა. ეს არ არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობა? ევროკავშირში არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამაზე.

ეს ყველაფერი ცხადია გვაფიქრებს და ისმება კითხვა – რამდენად გამართლებულია სახსრების გამოყოფა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით ევროპაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე და საკუთარი მოსახლეობისთვის ადეკვატური დახმარების არარსებობის გამო.

 

 

Leave a Reply