კვირის ასტროლოგიური ჰოროსკოპი

ვერძი 

პროფესიულ საქმეებში რთული ამოცანები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. საჭირო ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. მეტად უსმინეთ ინტუიციას. გაიზრდება კონტაქტებისა და მოკლე გადაადგილებების რაოდენობა. ნუ ინერვიულებთ, რათა არ გადაღალოთ ორგანიზმი.

კურო 

ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონეთ, რადგან შეცდომები ცუდად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო სფეროში, მეტად გულისხმიერი იყავით. მოგზაურობებსა და უცხოელებთან საქმიან ურთიერთობას კი, მოერიდეთ.

ტყუპები 

მოერიდეთ საკუთარ თავზე ახალი მოვალეობების აღებას. ნუ ენდობით უცნობ პარტნიორებს და აუცილებლად გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. კოლეგიალური ან მეგობრული ურთიერთობა შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

კირჩხიბი 

გაიზრდება საიდუმლოსადმი ინტერესი. შესაძლოა, სხვათა საიდუმლო ისტორიების ამოცნობაც შეძლოთ. კარგი დროა, სოციალური აქტივობისათვის და საქმიანი წრის გასაფართოებლად. ქალაქგარეთ გამგზავრება შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, დამატებითი მოვალეობების შესრულების გამო.

ლომი 

ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება და არ დახარჯოთ სამუშაო დრო გართობასა და პირად ინტერესებზე. გაუაზრებელი ქცევები, ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერასა და ცხოვრებაზე. არა ერთ პრობლემას მოაგვარებთ, თუმცა აუცილებელი იქნება ხშირად დასვენება და ძალების აღდგენა. მოგზაურობა კი წარმატების მომტანი არ იქნება.

ქალწული 

თუ მთელ დროსა და ენერგიას მიმართავთ კარიერისკენ, თქვენს სახლში შეიძლება გამოუსწორებელი პროცესები განვითარდეს. გადაღლამ კი, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ, რადგან ეს შესაძლოა დაცილების მიზეზი გახდეს.

სასწორი 

გაიზრდება ენერგიულობა და აქტიურობა, რაც მეტად მობილურსა და კომუნიკაბელურს გაგხდით. ახალი იდეების განხორციელებისას ნუ იყოყმანებთ. ფინანსურ სტაბილურობის მიღწევაში, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში სიახლეები კი, მოგზაურობას დაუკავშირდება.

მორიელი 

თქვენს მომხიბვლელობას, მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. ამიტომ, გამოიყენეთ ეს დრო პირადი ურთიერთობების დასამყარებლად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მოგზაურობა ბევრ სიახლესა და სიამოვნებას გპირდებათ.

მშვილდოსანი 

კოლეგებთან კორექტული იყავით, რათა არ გახდეთ ინტრიგებისა და ჭორების მსხვერპლი. ორგანიზმს ნუ გადაღლით. ფულის უყაირათოდ ხარჯვას ერიდეთ. საყვარელ ადამიანთან ხშირად იკონტაქტეთ, გაცვალეთ ინფორმაცია და დაიმუხტეთ დადებითად.

თხის რქა 

შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია, ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი გახდება. არსებობს კარიერაში წინსვლის ალბათობა. კოლეგასთან დაწყებული სასიყვარულო კავშირი, გარშემომყოფების საჭორაო თემად შეიძლება გადაიქცეს. კონტაქტებისა და გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით.

მერწყული 

ემოციურობისა და რომანტიკული გრძნობების გამო, გონება გაფანტული გექნებათ. მოსალოდნელია, როგორც მოულოდნელი ხარჯი, ასევე შემოსავლის მიღება. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაფასებისა და აღიარების მოპოვება. ხმამაღლა ნუ ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე.

თევზები 

პერიოდი დაუკავშირდება საქმიან კონტაქტებსა და ფინანსურ საკითხებს. მიიღეთ ორიგინალური გადაწყვეტილებები. ფარულმა ცხოვრებამ, შეიძლება შიში გაგიჩინოთ. გაიზრდება თავისუფლების მოთხოვნილება, რაც ხარვეზებს გააჩენს საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობებში.

Leave a Reply