“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდში სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი უცნობი, “კუნთმაგარი” და “გონებაჩლუნგი” ხალხია მობილიზებული. მისივე თქმით, ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფებიც ჩაიყვანეს.

“ზუგდიდი გადავსებულია სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი უცნობი, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ტიპებით, სუსის ჯგუფებით. ნახვაწას ეკითხებიან ვინ არის ეს ხალხიო და პასუხობს: ჩემი მხარდამჭერები არიან სხვადასხვა რეგიონებიდანო))

მამუკა წოწერია  – ნახვაწ, საკუთარი სოფელი წააგე, ზუგდიდში მხარდამჭერები არ გყავს, ზუგდიდი წააგე და სხვა რეგიონებში რანაირად გყავს შენი ფანები და მხარდამჭერები?” – წერს ანი წითლიძე. 

Leave a Reply