გიორგი ჭილაშვილი

-დიდი შეცდომა , ეს ფორმულირება ყველაზე მეტად შეესაბამება Ipsos -ის კვლევას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ბოლო დროს ხედავთ, რომ აქტიურად ვწერ საარჩევნო საკითხებზე და ყოველთვის ხაზს ვუსვამ ობიექტურობას, ასევე სულ ვამბობ, რომ არჩევნებზე უნდა საუბრობდეს ის ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის გამოცდილება და კვალიფიკაცია, ეს ძალიან მნშვნელოვანია !
საზოგადოებას მიზანმიმართულად აწვდიან გაყალბებულ ინფორმაციას და ეს ფაქტი დადასტურდა , ამ შემთხვევაში რაც Ipsos-ის ირგვლივ მოხდა ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ რომ დამკვეთმა აუცილებელია მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში. ზოგადად ამომრჩევლის წინაში ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს. ნიკა გვარამიამ პირველ რიგში უნდა მოიხადოს ბოდიში მისი ამომრჩევლის წინაშე და შემდეგ საზოგადოების, ჩივილს უკვე აზრი არ აქვს ფაქტი მოხდა, ისეთივე უხეში ფაქტი, როგორიც გახლდათ ვითომ მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის მქონე სამართლიანი არჩევნების (ISFED) მხრიდან, რაც მაშინ პივიტის გაყალბებულ შედეგებს ეხებოდა!
კიდევ ერთხელ, აღვნიშნავ საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს და მხედველობაში მიიღოს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა და ანგარიშები და რაც შეეხება შედეგებს არანაირი ეგზითპოლი, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები გახლავთ სწორი!
უბრალოდ სამწუხაროა, რომ მსგავი ფაქტების შემდეგ ეს ადამიანები კიდევ ცესკოს მოუბრუნდებიან და გამოეკიდებიან ულოგიკოდ! ცესკომ ყველაფერი გააკეთა, რაც ამ ეტაპზე მას შეეძლო და საარჩევნო პროცესი გახადა მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ პროცესში უზრუნველყო ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურად ჩართულობა, რაც არასდროს მომხდარა !
ხვალ ჩვეულებისამებრ მოგაწვდით ინფორმაციებს, თუ როგორ წარიმართება კენჭისყრის დღეს პროცესები!

Leave a Reply