“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი – როგორც კანდიდატებს შორის, ასევე პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ერთ მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობასა და ქაოსს. მეორე მხარეს არის პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. თბილისში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და გამუდმებით ხულიგნობდა. მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე და აქვს ქალაქის განვითარების გეგმა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი“, – აცხადებს კობახიძე.

Leave a Reply