თამთა მეგრელიშვილი

-თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ადმინისტრირების თვალსაზრისით მაღალ დონეზეა ორგანიზებული. ქვეყნის მასშტაბით 1867 უბანი დროულად გაიხსნა. ყველა უბანზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება, საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მოხდა. გადასატანი ყუთის გასვლა დროულად მოხდა და წილისყრის დროს არ ყოფილა შეფერხება და პროცესისადმი ხელის შეშლა.
მოვუწოდებ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა, პატივი სცენ ქვეყნის კანონმდებლობას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას.

Leave a Reply