დავით ჩიხელიძე

-მთავარი არხის და იფსოს სკანდალის შესახებ ყველამ ვიცით, გვარამიას გაფაქტვის შემდეგ, მთავარ არხს სხვა გზა არ ჰქონდა, შეტევაზე გადავიდა და იფსოსთან ხელშეკრულება გაწყვიტა, გვარამიას კვლავ დაავიწყდა ბოდიში, ბოდიში რომელიც საზოგადოებას ეკუთვნოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დიდი იყო ალბათობა, რომ მთავარი არხი მეორე ტურის წინ ეგზიტპოლს არ გააკეთებდა, რადგან არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღე იყო დარჩენილი. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ბინძური სცენარის სისრულეში მოსაყვანად, ეგზიტპოლის ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პარტიული საჭიროებიდან გამომდინარე გვარამიამ ეგზიტპოლის ჩატარება გადაწყვიტა, საველე სამუშაოებს კომპანია „ანოვა“ აწარმოებს, ხოლო შედეგებს მოწვეული ექსპერტები შეაჯამებენ. მთავარი არხის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევა სანდოობით არასდროს გამოირჩეოდა, ამჯერად ისიც კი არ ვიცით, ვინ დგას ე.წ. მოწვეული ექსპერტების უკან, დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, რომლებიც იმ შედეგს დაწერენ რა შედეგიც პარტიას და გვარამიას აწყობს.

გადაჭრით ვამბობ, მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი არის სიყალბე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

Leave a Reply