„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე არსებობს უწყებების რეაგირება, შესაძლებელია დაკავებები არ განხორციელდეს. ასე უპასუხა მან კითხვას, სუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

„რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საქმეს, ​​ახლა რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ იყოს, ეს ხალხი უკვე დაჭერილი იქნებოდა. მათთვის ერთი საუბარიც კი საკმარისია, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის კი საჭიროა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი. როდესაც საუბრობენ გეგმაზე, მაგრამ ეს გეგმა სისრულეში არ მოვიდა, შესაძლოა ეს ადამიანები ვერ და არ დავაკავოთ. არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე არსებობს უწყებების რეაგირება, შესაძლებელია დაკავებები არ განხორციელდეს. ძალიან კარგია, რომ დასაწყისშივე სუსს ჰქონდა ინფორმაცია და მოხდა შესაბამისი პრევენცია. ახლა ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ გეგმის განხორციელება გაუადვილდეთ, რადგან საზოგადოებამ დეტალურად იცის ამის შესახებ. სხვათა შორის, გამოძიება დაიწყო გაცილებით ადრე და არა გუშინ. ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება და მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელთაგან ერთი გუშინ გააცნეს საზოგადოებას. რატომ არ დააკავეს არავინ? იმიტომ, რომ ჩანასახშივე არის აღკვეთილი ეს დანაშაული“, – განაცხადა მდინარაძემ.

Leave a Reply